ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა
09 აგვ, 2018 21:56:29
ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 43-ე კმ-მდე, ჯამში 15 კილომეტრი გზა უკვე გაწმენდილია, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ინტერაქტიული რუკა