მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა თავისუფალია
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა თავისუფალია
09 აგვ, 2018 16:09:11

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფული გამონატანების გამო, გვიან ღამით აღნიშნული გზის 105-ე კმ-ზე და დღეს კმ87-კმ88 მონაკვეთზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა.

ადგილზე, გუშინ ღამიდან მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და  კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები გზის გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: