საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის დამატებით ღონისძიებებს გეგმავს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის დამატებით ღონისძიებებს გეგმავს
03 აგვ, 2018 11:18:18

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინიციატივით შესწავლილი და მომზადებული ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის შესახებ დასკვნა განიხილეს.  ძირითადი ნაწილი დაეთმო მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების დაგეგმვას, რაც ითვალისწინებს: ავტოტრანსპორტის დაწესებული რეჟიმით და დატვირთვებით მდგრადი, შეუფერხებელი, უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობის უზრუნველყოფას მთელი წლის განმავლობაში, ასევე, გზების და საგზაო ნაგებობების სათანადო შენახვას. 

გიორგი წერეთელმა, თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  საგზაო უსაფრთხოების კუთხით დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებები, რომელიც მოიცავს მრუდის ელემენტის გაუმჯობესებას, დაზიანებული საფარის აღდგენას, წყალამრიდი და წყალგამტარი საშუალებების მოწყობას.

ეს ღონისძიებები უზრუნველყოფს არსებული საექსპლუატაციო პარამეტრების და მათ შორის მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოებს ახორციელებს საერთაშორისო და შიდასახელმწოფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელზე, რომელიც დაყოფილია 22 ზონად. ამ სამუშაოების მიზანია უსაფრთხო და  კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადგილობრივ დონეზე მართვის საკითხებიც განიხილეს და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: