საავტომობილო გზების დეპარტამენტი
4 ივლისს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

03 ივლ, 2018 12:32:47
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ჰაერის გამწოვი ვენტილატორების ავტომატური მართვის სისტემის დასარეგულირებლად და მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რის გამოც 2018 წლის 4 ივლისს ღამის 01:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.
რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის  სქემის შესაბამისად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: