ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
14 ივნ, 2018 18:14:22

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: