ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება
ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება
13 ივნ, 2018 16:47:35
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოები, რის გამოც, 2018 წლის 14 ივნისიდან, 1 ივლისამდე, დილის 09:00სთ-დან, საღამოს 18:00სთ-მდე, პერიოდულად დღეში 4-ჯერ აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა თითო საათით. კერძოდ, 09:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე; 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე; 14:00სთ-დან 15:00 სთ-მდე და 17:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ინტერაქტიული რუკა