ტურისტული სეზონისთვის კახეთში დაზიანებული გზების შეკეთება მიმდინარეობს
ტურისტული სეზონისთვის კახეთში დაზიანებული გზების შეკეთება მიმდინარეობს
04 ივნ, 2018 12:08:49

 

კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზის აღდგენა ხდება. ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნა გრძელდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედისა  და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე.

ტურისტული სეზონისთვის, რეგიონში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, კახეთის საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა  შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

კახეთის რეგიონთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: