ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მოძრაობა შეიზღუდება
![](http://www.georoad.ge/uploads/news/pic.php?size=thumb&img=1527175026_1527175932_49_imeretismonakvetigza-cr-680x320.jpg)
ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მოძრაობა შეიზღუდება
24 მაი, 2018 19:15:53
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. ახალციხის ტერიტორიაზე დაგეგმილია ველოტურის გამართვა, რის გამოც, 26 მაისს, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ76-კმ77 მონაკვეთზე (თამარაშვილის ქუჩა) 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, პერიოდულად, დაახლოებით 20 წუთით შეიზღუდება მოძრაობა. ასევე, ამავე ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის პირველ (პკ 0-500) კილომეტრზე 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, 5 წუთით შეიზღუდება მოძრაობა.
![](http://www.georoad.ge/images/intmap2.png)