საავტომობილო გზების დეპარტამენტი
20 მაისს თბილისი(გლდანი)-თიანეთის ს/გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
20 მაისს თბილისი(გლდანი)-თიანეთის ს/გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
16 მაი, 2018 16:28:04

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის  საავტომობილო გზის კმ14-კმ31 (სოფ.ცხვარიჭამია (საბადურები) - სოფ.ღულელები) მონაკვეთზე დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წლის 20 მაისს, 11:20 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
press@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: