საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებისთვის „ღია კარის“ დღე გამართა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებისთვის „ღია კარის“ დღე გამართა
04 მაი, 2018 14:03:29

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგზაო პროექტებისა და სატენდერო პირობებში შესატანი ცვლილებების შესახებ, კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის „ღია კარის დღე“ გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კონტრაქტორებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული 83 835 500 ლარის ღირებულების 17 პროექტი წინასწარ, ტენდერის გამოცხადებამდე გააცნეს. ამ პროექტებზე, ტენდერები მაისის ბოლომდე ეტაპობრივად გამოცხადდება. კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, წინასწარ გაცნობოდნენ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და სატენდერო პირობებს.

კონტრაქტორ ორგანიზაციებს, ასევე ინფორმაცია გააცნეს, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების სატენდერო პირობებში შესატანი ცვლილებების შესახებ. ცვლილებები ბარიერების მინიმუმამდე დაყვანას, დავების განხილვის საბჭოს რეკომენდაციებს,  ტექნიკურ და კვალიფიკაციის დამადასტურებელ მოთხოვნებს შეეხება.

„მსგავსი წამოწყებები და ინოვაციები მიმართულია მეტი გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მისაღწევად. ჩვენ ვითავლისწინებთ წინა წლების გამოცდილებას, რათა გავაუმჯობესოთ და უფრო მოქნილი გავხადოთ გარემო და რაც მთავარია, ყველა დაინტერესებული კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდეს შესყიდვის პროცესი“- აღნიშნა შეხვედრაზე მაია ცქიტიშვილმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირავლე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. უზრუნველყოფილი იქნება ღია გაჭვირვალე და თანაბარი პირობები ყველა ორგანიზაციისთვის.

„ჩვენ წამოვიწყეთ საზოგადოებისთვის ინფრმაციის მიწოდების გრძელვადიანი პროცესი, რათა ყველა ღირსეულ კომპანიას საშუალება ჰქონდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიიღონ ტენდერებში მონაწილეობა“. - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მსგავსი ხასიათის შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება, კონტრაქტორი ორგანიზაციები და დაინტერესებული ჯგუფები, წინასწარ იქნებიან ინფორმირებულები ყველა ინოვაციისა და დაგეგმილი ცვლილების შესახებ.

 

PDF_ICON   სატენდერო პირობებში განსახორციელებელი ცვლილებები 

 

PDF_ICON  2018 წლის მაისის თვეში გამოსააცხადებელი სატენდერო ობიექტები 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: