ADB ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს
ADB ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს
01 მაი, 2018 10:02:25

აზიის განვითარების ბანკი (ADB), რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია)  მშენებლობას დააფინანსებს.

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ხევი-უბისას მონაკვეთის დაფინანსების საკითხი, ბანკის მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილა.

აზიის განვითარების ბანკი ასევე ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების მშენებლობას, ქვეშეთი-კობის (EBRD-თან ერთად) და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობას აფინანსებს.

აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: