გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
![](http://www.georoad.ge/uploads/news/pic.php?size=thumb&img=1520674884_1520675111_38_Photo.jpg)
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
10 მარ, 2018 13:40:11
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
![](http://www.georoad.ge/images/intmap2.png)