გუდაური-კობის მონაკვეთზე იკრძალება ტრაილერების მოძრაობა
![](http://www.georoad.ge/uploads/news/pic.php?size=thumb&img=1520178854_1520178872_7_Photo33.jpg)
გუდაური-კობის მონაკვეთზე იკრძალება ტრაილერების მოძრაობა
04 მარ, 2018 19:53:23
თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
![](http://www.georoad.ge/images/intmap2.png)