ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
![](http://www.georoad.ge/uploads/news/pic.php?size=thumb&img=1518775247_1518775272_74_Photo77.jpg)
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
16 თებ, 2018 13:58:23
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ138 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ139-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
![](http://www.georoad.ge/images/intmap2.png)