ვაზიანი-შუამთის მონაკვეთზე ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი დაწესდა

ვაზიანი-შუამთის მონაკვეთზე ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი დაწესდა
19 იან, 2018 00:01:32
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ65 (ვაზიანი-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
