16 ნოემბერს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 23-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება
16 ნოემბერს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 23-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება
15 ნოე, 2017 00:00:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე, 2017 წლის 15 ნოემბერს, დაგეგმილი ხიდის დეფორმაციული მონაკვეთების შესწორება დიდი მოცულობის სამუშაოებიდან გამომდინარე ვერ დასრულდა, რის გამოც,  აღნიშნულ მონაკვეთზე, 2017 წლის 16 ნოემბერს კმ21+500-დან, თბილისი-ლაგოდეხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი და სამარშრუტო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ვაზიანის სამხედრო ბაზამდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე და შემდეგ მოხრეშილი გზის გავლით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის კმ24 მონაკვეთამდე. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი გაჩერდება უშუალოდ დაკეტილი მონაკვეთის დასაწყისში (ორივე მხარეს) და მათი ნაკადის დაგროვების შემთხვევაში, შსს-ს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მათ გატარებას.

PDF_ICON

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: