Noname
Noname
25 ივლ, 2017 18:26:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ1-კმ5.661 მონაკვეთის რეკონსტუქცია-მშენებლობას, რომლის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, აღნიშნული გზის კმ2-კმ3.44 მონაკვეთზე, 2017 წლის 25 ივლისიდან 30 აგვისტომდე, ყოველდღიურად 20:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
ინტერაქტიული რუკა