Noname
Noname
27 მაი, 2017 13:53:00
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კმ-ში, რკინიგზის გადასასვლელთან, ტარდება საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები. ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მაისის 24:00სთ-მდე.
დროის ამ მონაკვეთში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა