Noname
Noname
22 მაი, 2017 15:04:00

გარე განათების ქსელის და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მოწყობის და ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მონტაჟის დასრულებამდე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის  ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით განხორციელდეს ქ. ქუთაისის გავლით, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით არსებული საავტომობილო გზის გავლით, ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმში.

ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების გატარების მიზნით, განთავსდება  დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებები.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: