ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
16 მაი, 2017 00:00:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილი, დიდთოვლობის გამო გვიან შემოდგომაზე იკეტება და გაზაფხულზე იხსნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც, ამ დროისთვის ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა