გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია
![](http://www.georoad.ge/uploads/news/pic.php?size=thumb&img=1494064972_1494064991_67_photo.jpg)
გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია
06 მაი, 2017 00:00:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
![](http://www.georoad.ge/images/intmap2.png)