ზურაბ ალავიძე გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება
ზურაბ ალავიძე გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება
05 დეკ, 2016 00:00:00

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე  გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა.

გუდაურში ტურისტულ ობიექტებამდე გზა გაწმენდილია და დამსვენებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და  გზის წმენდა მიმდინარეობს  გუდაური-კობის (ჯვრის უღელტეხილის) როგორც პირველ  (კმ93-კმ99), ასევე   მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106).  დღეს,  დღის განმავლობაში გზა გაიწმინდება და მსუბუქ ავტომანქანებს ჯაჭვებით შეეძლებათ გადაადგილება,  ხოლო ხვალიდან აღნიშნულ გზაზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გატარებაც გახდება შესაძლებელი.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: