ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები რაიონულ ცენტრს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები რაიონულ ცენტრს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება
05 სექ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის 11.3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი სეთურიძესთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნული გზა სოფლებს: მლაშეს, მოხეს, დერცელსა და ჭეჭლას რაიონულ ცენტრთან – ადიგენთან აკავშირებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს და სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული ხიდს. ასევე,  განხორციელდა წყალგამტარი მილების, გზის საყრდენი კედლების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. 

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 6 მილიონ 428 ათასი ლარი შეადგინა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: