ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
17 აგვ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნული პროექტი, დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტთა შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანია და მისი ღირებულება  254 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს: 18.5 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძის, მიწისქვეშა გასასვლელელების, საქონლის და საველე გასასვლელების მშენებლობას. 

ამ ეტაპზე გზის საფუძვლისა მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ,  ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, გაიზრდება  სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.  

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: