დარიალში საავტომობილო გზა დღეს გაიხსნება
დარიალში საავტომობილო გზა დღეს გაიხსნება
04 ივლ, 2016 00:00:00

დღეს, 17:00  საათზე, დარიალში  საავტომობილო გზა გაიხსნება. დარიალის ხეობაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე  გიორგი სეთურიძე ადგილზე უწევს კოორდინაციას.

გზის გახსნის შემდეგ მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი  და ავტომობილთა გადაადგილებას  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 საათზე შეწყდა, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება.  მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.

საავტომობილო გზის გახსნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: