საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სამტრედია–გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
სამტრედია–გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
12 მარ, 2016 00:00:00

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის 11,5 კილომეტრიან მონაკვეთზე (პირველი ლოტი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა.

სამტრედია–გრიგოლეთის ტერიტორია ჭარბწყლიანი ნიადაგით ხასიათდება, რის გამოც  აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა  თანამედროვე „PVD“ ტექნოლოგიით მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნოლოგია გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟების მოთავსებას ითვალისწინებს, რაც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს და მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს.

პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით) და  ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.  

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის,  ხელოვნური ნაგებობებისა და  საკომუნიკაციო ქსელის  მოწყობა.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთი მონაკვეთი  ქალაქ სამტრედიასა და  სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებზე: ტოლებზე, გორმაღალაზე, პირველ მაისსა და გაუწყინარზე გადის.  

პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადილება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

პროექტს, რომლის ღირებულება 153,5 მლნ. ლარია ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: