აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალთან განახლებული გზა მიგვიყვანს
აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალთან განახლებული გზა მიგვიყვანს
09 მარ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას  საავტომობილო გზის 6,2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და სოფელ საიმედოს ტერიტორიაზე გადის.

გზის აღნიშნული მონკვეთი 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა, რის გამოც ასფალტ–ბეტონის საფარი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი.  

პროექტის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და გასაჩერებელი მოედნები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნებისა და ლითონის მრუდხაზოვანი ძელების დამონტაჟება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 589 ათასი ლარია.  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: