განცხადება საჯარო განხილვის შესახებ
განცხადება საჯარო განხილვის შესახებ
22 იან, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის 26 იანვარს 15:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189) ხობი–ახალსოფელი (სარკინიგზო ბაქანი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება.

შეხვედრის მიზანია დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=project&func=menu&pid=1392632254

გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ ქვემოთ მითითებულ პირებს:

მაია ვაშაკიძე ტელ: 593 32 30 77; E-mail: maya_vashakidze@yahoo.co.uk

გია სოფაძე ტელ: 599 93 92 09 E-mail: gia.sopadze@georoad.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: