საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
22 დეკ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.

შეგახსენებთ რომ გუშინ საღამოს, ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: