საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Noname
Noname
21 დეკ, 2015 20:13:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის  მოძრაობა გადაერთვება ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: