სოფელ იმირში მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ იმირში მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
15 დეკ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში მდ. ხრამზე რეაბილიტირებული სახიდე გადასასვლელის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, სოფელ იმირში, მდ. ხრამზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტის ფარგლებში ხიმინჯებით გამაგრდა ხიდზე არსებული და განაპირა ბურჯები, განახლდა ხიდის სავალი ნაწილი, ტროტუარები და მოაჯირები; გზა მოინიშნა და შემოიფარგლა.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 900 ათასი ლარია,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. ხიდის რეაბილიტაცია შპს „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION” განახორციელა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: