ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყლის ნაპირგამაგრება დასრულდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყლის ნაპირგამაგრება დასრულდა
26 ნოე, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მდინარე ხანისწყალის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მდინარე ხანისწყალის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა.

მდინარე ხანისწყლისთვის დამახასიათებელი წყალდიდობების შედეგად წარმოქმნილი მეწყერი საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და  ეკლესიას.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით  ფლეთილი ლოდების გამოყენებით ბერმის მშენებლობა გადაწყდა და 185 მ. სიგრძის სანაპირო ზოლის დაცვა მოხერხდა. აღნიშნული ტიპის ნაპირდამცავი ნაგებობა ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევა და მეწყრული კერის არსებობის პირობებშიც კი მუდმივად განახლების საშუალებას იძლევა.

პროექტი, რომლის ღირებულება 188,5 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: