თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე და 293-ე კილომეტრებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე და 293-ე კილომეტრებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
15 ნოე, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206 - ე კილომეტრზე (თერჯოლასთან ახლოს) და ამავე გზის 293-ე კილომეტრზე ( ქ. სენაკში შესასვლელთან ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.

რამდენიმე დღის წინ განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე და  293-ე კილომეტრებზე ადიდებულმა მდინარეებმა საავტომობილო გზა დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო და შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.
ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: