Noname
Noname
17 აგვ, 2015 19:24:00
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, 2015 წლის 18 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
- ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
- მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.
- მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.) საღამოს 20:30 სთ–დან ღამის 00:00 სთ–მდე მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.
- დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა