Noname
Noname
29 ივლ, 2015 12:25:00
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 30 ივლისის ღამის 01:00სთ–დან დილის 06:00სთ–მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზის გავლით.
დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
ინტერაქტიული რუკა