საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Noname
Noname
30 ივნ, 2015 09:12:00

საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის საფუძველზე,  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, 2015 წლის 29 ივნისიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება საღამოს 20:30 საათიდან, დილის 06:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: