განცხადება გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვის შესახებ
განცხადება გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვის შესახებ
15 მაი, 2015 00:00:00

2015 წლის 25 მაისს 14:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ტაბიძის ქ. №2)  და 2015 წლის 27 მაისს 12:00 საათზე თბილისში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შენობაში (მის: ალ. ყაზბეგის გამზ. №12) გაიმართება E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის (126კმ- 143კმ) მოდერნიზების სამუშაოების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:

  • საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ–გვერდზე: www.georoad.ge     
  • 2015 წლის 25 მაისს 14:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (ანგარიშის ნაბეჭდი ვერსია);

გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ ქვემოთ მითითებულ პირებს:

მაკა სტამათელი ტელ: 599 19 68 39; E-mail: mszgc@access.sanet.ge

მაია ვაშაკიძე ტელ: 593 32 30 77; E-mail: maya_vashakidze@yahoo.co.uk

საზოგადოების მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადაა დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 5 დღე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: