საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება
05 მაი, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ჯეინ ბრინს შეხვდნენ.

„საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“  დოკუმენტი შემჭიდროვებულ ვადებში უნდა განახლდეს და მომზადდეს.

პროექტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარდა ჩართულები არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები.

აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება ხელს შეუწყობს სამთავრობო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს შორის კოორდინაციას და საგზო უსაფრთოების არსებული დონის გაუმჯობესებას.

„საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შემუშავებას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე–4 პროექტის (EWHIP-IV) ფარგლებში ხორციელდება.

დოკუმენტზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი დარსულება დაჩქარებული წესით, 2015 წლის ივნისში იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: