რუისი-აგარას 19 კილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
რუისი-აგარას 19 კილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
11 აპრ, 2015 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ და მისმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-აგარას 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე მონიტორინგი განახორციელეს.
რუისი-აგარის სამშენებლო მონაკვეთზე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული 5 გზაგამტარისა და 3 ხიდის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა. აშენდა 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი და 6 მიწისქვეშა სამეურნეო გასასვლელი.
აღნიშნულ მონაკვეთზე გასულ წლებში 8 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და მოძრაობა გაიხსნა. მთლიანად 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშნებლობა ორივე მიმართულებით კი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და მოძრაობა გადაირთვება. აღნიშნული პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია.
ინტერაქტიული რუკა