ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
03 მარ, 2015 00:00:00
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ188 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია კმ138-კმ153 მონაკვეთში. ხოლო კმ154-კმ188 გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ138 მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა