რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია
05 თებ, 2015 00:00:00

დღეს ღამით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

დაუყოვნებლივ განხორციელდა შესაბამისი სამაშველო სამუშაოები, შემთხვევის თანავე გვირაბის ხანძარსაწინააღმდეგო და სავენტილაციო სისტემები ამოქმედდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე გვირაბში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 1 საათით გადაერთო რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე. ამ ეტაპზე, ცეცხლი ლიკვიდირებულია, დაზიანებული ავტომობილი გვირაბიდან გამოყვანილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის გვირაბში აღდგენილია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: