Noname
Noname
12 დეკ, 2014 16:49:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ელექტრო–მექანიკური აღჭურვილობის პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით 2014 წლის 9 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, დღის განმავლობაში (დილის 08:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე) შეზღუდული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ხორციელდებოდა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: