14 სოფლის 8000-მდე მოსახლეს გადაადგილების პრობლემა მოეხსნება
14 სოფლის 8000-მდე მოსახლეს გადაადგილების პრობლემა მოეხსნება
18 ნოე, 2014 00:00:00
თიანეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 13 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად მოინახულა. აღნიშნული გზის მონაკვეთი 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. გართულებული იყო სატრანსპორტო კავშირი დედაქალაქთან და ახლომდებარე რაიონულ ცენტრებთან.
თიანეთი-ზარიძეების საატომობილო გზის რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 14 სოფლის 8000-მდე მაცხოვრებლისთვის, ასევე ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო. თიანეთი-ზარიძები-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. 9 კილომეტრზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განხორციელდა 3 ხიდისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია, ასევე მოეწყო ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
თიანეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 13 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად მოინახულა. აღნიშნული გზის მონაკვეთი 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. გართულებული იყო სატრანსპორტო კავშირი დედაქალაქთან და ახლომდებარე რაიონულ ცენტრებთან. თიანეთი-ზარიძეების საატომობილო გზის რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება 14 სოფლის 8000-მდე მაცხოვრებლისთვის, ასევე ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო. თიანეთი-ზარიძები-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. 9 კილომეტრზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განხორციელდა 3 ხიდისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია, ასევე მოეწყო ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ინტერაქტიული რუკა