საავტომობილო გზების დეპარტამენტი
2014 წლის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საავტომობილო გზების დეპარტამენტია
2014 წლის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საავტომობილო გზების დეპარტამენტია
06 ნოე, 2014 00:00:00

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, საქართველოში დღეისთვის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომელსაც, ჯამში, 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული.

მეორე ადგილზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია შპს „თეთნულდია".

შესყიდვების ელექტრონული სისტემა საქართველოში 4 წელია დაინერგა, სისტემის მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახორციელებს. შესყიდვების ელექტრონული სისტემა იძლევა საშუალებას, ონლაინ რეჟიმში მოხდეს საქრთველოში განხორციელებული შესყიდვების კონტროლი და ძირითადი ტენდენციების განსაზღვრა.

წყარო: რადიო თავისუფლება

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: