​ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
​ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
03 ნოე, 2014 00:00:00
ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოპერატიული და ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩაქვი-ქობულეთის საავტომობილო გზა მეწყერისგან გაწმენდილია და ავტომანქანების გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზაზე, გვირაბებთან, გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა,  ჩამოშლილი იყო დაახლოებით 20-30 ათასი მ3 მიწის მასა, რის შედეგადაც გზაზე მოძრაობა შეიზღუდა.
ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. გაწმენდითი  სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  20 ერთეული  ტექნიკითა და  70-მდე მეგზევის მეშვეობით განახორციელა.
ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოპერატიული და ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩაქვი-ქობულეთის საავტომობილო გზა მეწყერისგან გაწმენდილია და ავტომანქანების გადაადგილება თავისუფალია.საავტომობილო გზაზე, გვირაბებთან, გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა,  ჩამოშლილი იყო დაახლოებით 20-30 ათასი მ3 მიწის მასა, რის შედეგადაც გზაზე მოძრაობა შეიზღუდა.ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. გაწმენდითი  სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  20 ერთეული  ტექნიკითა და  70-მდე მეგზევის მეშვეობით განახორციელა.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: