საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკი–ნოქალაქევი–ბანძა–ხონის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკი–ნოქალაქევი–ბანძა–ხონის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
17 ოქტ, 2014 00:00:00
​საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სენაკი–ნოქალაქევი–ბანძა–ხონის საავტომობილო გზის 15,4კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ამ გზით, რომელიც წლების განმავლობაში მიუხედავი იყო, 20 სოფლის მოსახლეობა, 15 000-მდე ოჯახი სარგებლობს. მათი დიდი ნაწილი ამავე გზის სარეაბილიტაციო სამუშოებზეა დასაქმებული - 530-ვე მშენებელი მიმდებარე სოფლების მკვიდრია.

გზა სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს უმოკლესი მანძილით აკავშირებს ხონთან და ქუთაისთან. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, გზის ეს მონაკვეთი იყო ხრეშოვანი, ძლიერ დაზიანებული, ორმოების გამო, ძნელად გასავლელი.

პროექტის ფარგლებში, სრულიად აღდგა გზის სამოსი, დაიგო ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები - კიუვეტები, წყალგამტარი მილები, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, რეაბილიტირებულ იქნა მდ. ცხენისწყალზე არსებული საავტომობილო ხიდიც.

ჩატარებული სამუშოების შედეგად, გზა ბანძიდან ხონამდე, რომლის დაფარვას აქამდე 1 საათამდე დრო სჭირდებოდა, 15 წუთში დაიფარება. გარდა ამისა, გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტირებით, კომფორტული გახდება გადაადგილება ბარბარეს სახელობის მარტვილის უძველეს მონასტრამდე, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმამდე, ნოქალაქევის ციხესიმაგრემდე – „ციხეგოჯი“. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, სულ  7 ეკლესია მდებარეობს.

სენაკი–ნოქალაქევი–ბანძა–ხონის საავტომობილო გზის 15,4კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2014 წლის აგვისტოში დაიწყო და, დაგეგმილზე ადრე - ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტი 7 მილიონ 400000 ლარი ჯდება და მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.  საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტაციას შ.პ.ს. „არქეოპოლისი“ ახორციელებს.

სენაკი–ნოქალაქევი–ბანძა–ხონის საავტომობილო გზის 15,4კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშოები, ადგილობრივ მოსახლეობასთან და გზების მშენებლებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა ფანჩულიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: