საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავტობანის ახალი მონაკვეთი იხსნება
ავტობანის ახალი მონაკვეთი იხსნება
09 ოქტ, 2014 00:00:00

ხვალ, 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქარელში, ს. საღოლაშენის გადასახვევთან,  E60  ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მშენებარე მონაკვეთზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, ასევე მსოფლიო ბანკის, ჩინეთის საკონსულოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ 5 კილომეტრიან მონაკვეთს ოფიციალურად გახსნიან. ხვალიდან აღნიშნულ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  ახალ გზაზე გადაერთვება.

მისამართი:  შიდა ქართლი, სოფელი საღოლაშენი,  კმ103, მდინარე ფრონესთან 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

თეა გოცაძე

ტელ: 591 01 98 90

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: