საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
24 სექ, 2014 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი 26 სექტემბერს, თბილისის შემოვლითი გზის განვითარებისათვის მოძრაობის ინტენსივობისა და მიმართულებების დასადგენად  სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს. კვლევა ჩატარდება შემდეგ წერტილებში: თბილისი-ნატახტრის გზა, ლოჭინის ხიდი 21-ე კმ, ზემო ფონიჭალა - მარნეულის მიმართულებით, თბილისი-რუსთავი 14-ე კმ.

კვლევის ფარგლებში ინტერვიუერები გამოკითხავენ  აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლებს. გამოკითხვასთან ერთდ, ზემოაღნიშნულ წერტილებში დამონტაჟდება ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, მათი კატეგიროების მიხედვით.

სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით,  საპატრულო პოლიციის დახმარებით ჩატარდება.

თბილისის შემოვლითი გზის ახალი პროექტი მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო მოძრაობისთვის, ასევე,  ქალაქ თბილისში მოძრაობის განტვირთვისა და მგზავრობის  დროის შემცირებისათვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მადლობას უხდის ყველა იმ მძღოლს, რომელიც  კვლევაში მიიღებს მონაწილეობას.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: