ხვალ, ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნება
ხვალ, ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნება
22 სექ, 2014 00:00:00

 

ხვალ, 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, იმერეთის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს (კმ1–კმ14) საავტომობილო გზაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში – ჰენრი კერალი,  ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის   13,4 კილომეტრიან რეაბილიტირებულ მონაკვეთს ოფიციალურად გახსნიან.

 

ასევე, ოფიციალური გახსნის შემდეგ, გაიმართება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა.

ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო, მისმა ღირებულებამ 6.532 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანასებით განხორციელდა.

მისამართი: ქვედა საქარა მე–5 კმ; ჭალატყის დასახლება (სოფ. ზოვრეთის გადასახვევი)

საკონტაქტო ინფორმაცია:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

თეა გოცაძე

ტელ: 591 01 98 90

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: