ვაჟა ფანჩულიძე კომპანია ”China Nuclear Industri” –ს წარმომადგენლებს შეხვდა
ვაჟა ფანჩულიძე კომპანია ”China Nuclear Industri” –ს წარმომადგენლებს შეხვდა
02 სექ, 2014 00:00:00
დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და მისი პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი რუისი–აგარის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის ”China Nuclear Industri”-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ფენგ მანგჯუნს და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
”China Nuclear Industri”-ს წარმომადგენლებმა დეპარტამენტს შესრულებული სამუშაოების შეახებ დეტალური ანგარიში ჩააბარეს და პროექტის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინეს.
E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 19 კილომეტრია. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს და დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია.
ინტერაქტიული რუკა